დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი

ის, რაც ადამიანების დაკარგვის შემდეგ გვრჩება, მოგონებები, წარმოდგენები და ნივთებია. "დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი" სწორედ ამ ხელშესახები მოგონებების საცავია. ეს არის მუზეუმი ჩვენზე, თქვენზე, იმაზე თუ როგორ გვიყვარს და როგორ ვკარგავთ ერთმანეთს.

მუზეუმის იდეა ერთგვარი მოგზაური გამოფენიდან განვითარდა, რომელიც დამთავრებული, წარუმატებელი ურთიერთობების ისტორიებსა და მათთან დაკავშირებულ ნივთებს აერთიანებს.

დროებითი გამოფენა თბილისში, „ბეთლემის 10-ის“ სამუზეუმო სივრცეში 9 მაისიდან, 27 ივნისამდე, ბათუმში კი, 30 ივნისიდან, 27 სექტემბრამდე იქნება წარმოდგენილი.
ბილეთები

ლოკაცია

2

გამოფენა

1

განშორების ადგილი

1279

დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი

ურთიერთობები ხშირად სრულდება, თუმცა რჩება საგნები და ისტორიები, რომლებიც ამ კავშირს გვახსენებს…. მათთვის, ვისაც ერთხელ მაინც დაუსრულებია ურთიერთობა ან გული სტკენია, ყველა ეს ნივთი და ისტორია ნაცნობი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ გამოფენას პირადი გამოცდილების, ადგილობრივი კულტურისა და ისტორიის ელფერი დაკრავს, საერთო ჯამში ისინი უნივერსალურ ნიმუშს წარმოადგენენ, თუ როგორ გავს ერთმანეთს სიყვარული და დანაკარგი.

დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი

ბილეთები